ზუგდიდის მერმა თანამდებობა დატოვა

ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ თანამდებობა დატოვა.

ამის შესახებ განცხადება თავად გოგიამ სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე გააკეთა, თუმცა თანამდებობის დატოვების მიზეზი არ დაუკონკრეტებია.

“მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ მივიღე თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება. ჩემთვის დიდი პატივი იყო ამ ხნის განმავლობაში ვყოფილიყავი ზუგდიდელების სამსახურში. მადლობას ვუხდი თითოეულ ამომრჩეველს და მხარდამჭერს. ლაშა გოგია 12.09.2018 წელი”, – წერს ლაშა გოგია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი