ზუგდიდის მერობის კანდიდატმა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები მოინახულა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 7 ახალგაზრდა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში არიან მოთავსებული. დაშავებული ახალგაზრდები ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა გიორგი შენგელიამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ მოინახულეს.

ექიმის განცხადებით, ორი ახალგაზრდას მდგომარეობა მძიმეა და მათ უტარდებათ შესაბამისი სამედიცინო პროცედურები. ახალგაზრდები, რომლებიც სკოლის დამთავრებას აღნიშნავდნენ, ავტოავარიაში ანაკლიის გზაზე დაშავდნენ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი