ზუგდიდის მერს ენმ კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს

ზუგდიდის მერს გიორგი შენგელიას “ნაციონალური მოძრაობა” კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს.

პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარის ანა წითლიძის მტკიცებით, მერმა პირადი ინტერესების გათვალისწინებით “ვისოლ ჯგუფის” შვილობილ კომპანიას სატენდერო პირობები და დოკუმენტაცია შეუცვალა და ბრენდული რესტორნის ნაცვლად, კომპანია შეძენილ მიწაზე მრავალბინიან კორპუსს ააშენებს.

“ამას ჰქონდა ერთადერთი მიზეზი. კომპანია ვისოლი და ბატონი ფხაკაძე არიან ოფიციალური შემომწირველები “ქართული ოცნების” და გარდა ამისა, პირადი დაინტერესება მერის გეგა შენგელიასი. სწორედ ამიტომ, ახლა მე პროკურატურას გადავცემ ყველა მასალას და ვითხოვთ, ამ საკითხთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას. აუცილებლად, ნებისმიერი ხელისუფლება ამ საკითხს გამოიძიებს და აუცილებლად დადგება თქვენი პასუხისმგებლობის საკითხი. ასევე მივმართავ გეგა შენგელიას, გამობრძანდეს და ახსნას, რის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ სახელმწიფო ვალდებულებით დატვირთულ მიწას შეუცვალა სტატუსი”, – აღნიშა წითლიძემ.

აღნიშნულ საკითხზე ოპოზიცია გამოძიებას მოითხოვს. ანა წითლიძემ შესაბამისი სარჩელით საოლქო პროკურატურას უკვე მიმართა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი