ზუგდიდის მოსახლეობას ხვალ გაზმომარაგება შეუწყდება

ზუგდიდს ხვალ, 21:00 საათიდან ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება, – ამის შესახებ ინფორმაციას, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” ავრცელებს.

”შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ გაცნობებთ, რომ შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ მოთხოვნით, მიმდინარე წლის 6 ივლისს 21:00 საათიდან ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება ქალაქ ზუგდიდს. შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ შექმნილი უხერხულობის გამო ბოდიშს უხდის მომხმარებლებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი