ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა საავტომობილო გზების რეაბილიტაცია დაათვალიერა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლაშა გოგიამ, ახალ აბასთუმანსა და ინგირის ადმინისტრაციულ ერთეულებში, საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
ახალაბასთუმანში ცენტრთან დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია და სანიაღვრე არხის მოწყობა მიმდინარეობს, რაზეც 211 000 ლარი იხარჯება. ინგირში, ბარათაშვილის ქუჩაზე კი დასრულდა საავტომობილო გზის რეაბილიტაცია, რომლის ღირებულებამაც 156 775 ლარი შეადგინა.
აღნიშნული პროექტები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და გამგეობის თანადაფინანსებით განხორციელდა.

 

გამგებელი აბასთუმანში და ინგირში, ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა. ლაშა გოგიამ მოსახლეობის საჭიროებები პირადად მოისმინა
და მათ მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო.
ამჟამად, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 18 ადმინისტრციულ ერთეულში საავტომობილო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს,
რომლის ჯამური ღირებულებაც 8 538 433 ლარია.
მიმდინარე წელს, მუნიციპალიტეტის მასშტაბით გზების რეაბილიტაციაზე 17 მილიონამდე ლარია გამოყოფილი.

კომენტარები

დატოვე კომენტარი