ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში სადეზინფექციო სამუშაოები განხორციელდა, ხოლო  საჯარო მოხელეებს COVID-19-ზე ტესტირება ჩაუტარდათ.

ზუგდიდში დღეს კორონავირუსის 14 შემთხვევა დადასტურდა, აქედან 3 მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელია.

როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ აღნიშნა, მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევა. ამ დროისთვის მერიის 200-მდე თანამშრომელია გამოკვლეული. მისი თქმით, პრევენციის მიზნით ყველა საჭირო ღონისძიება გატარდება.

აღსანიშნავია, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მრავალბინიან კორპუსებს, საბავშვო მოედნებს, საზოგადოებრივ ტრანსპორტს სისტემატურად უტარდება დეზინფექცია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი