ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგია, მოსახლეობის საჭიროებების ადგილზე გაცნობას იწყებს.
,,ჩვენთვის თითოეული მოქალაქის აზრი მნიშვნელოვანია, ჩვენი შეხვედრების მიზანი კი პრობლემების შესწავლა და პრიორიტეტის განსაზღვრაა“-აღნიშნა ლაშა გოგიამ.
მერი საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიასთან, მერის მოადგილე მაიზერ ნანავასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ოდიშისა(თეატრის წინ მდებარე კორპუსები) და მაცხოვრისკარის ადმინისტრაციულ ერთეულებში მაცხოვრებელებს შეხვდა, მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტებზე ინფორმაცია მიაწოდა, მათი პრობლემები მოისმინა და გადაჭრის გზებზე იმსჯელა.
მოსახლეობამ ძირითად პრობლემად ლიფტების, გზებისა და სათამაშო მოედნების საკითხი დაასახელა.
როგორც მოქალაქეებს მუნიციპალიტეტის მერმა განუმარტა, ლიფტების საკითხზე მუშაობა დაწყებულია და ეს პრობლემა ეტაპობრივად მოგვარდება, დაგეგმილია სათამაშო მოედნების განახლებაც, გზების ორმული შეკეთება კი უახლოეს დღეებში დაიწყება. დაგეგმილია თეატრის მიმდებარედ ნინოშვილის,ყურწუას და სხვა უბნებზე მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება და სკვერების კეთილმოწყობა.
ლაშა გოგია მოსახლეობასთან შეხვედრებს მომავალშიც გააგრძელებს და ყველა ადმინისტრაციულ ერთეულს მოიცავს.