ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.

 ცაიშსა და ცაცხვში მიმდინარე პროექტებს ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ვიბლიანი, მერის მოადგილეები და ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ. 


ცაიშში ეკლესიისსკენ მიმავალ გზაზე ახალი ხიდის მშენებლობა, იონა მეუნარგიას სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია, შიდა გზების და აღმართების საფარის მოწყობა და იუსტიციის სახლის მშენებლობა მიმდინარეობს.


ცაცხვში სრული რეაბილიტაცია უტარდება საბავშვო ბაღს. პროექტს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. 


აქტიურად მიმდინარეობს, ცნობილი საზოგადო მოღვაწის, მწერლისა და პუბლიცისტის, იონა მეუნარგიას სახლ-მუზეუმისა და ბიბლიოთეკის სრული რეაბილიტაცია. 


როგორც მერმა მამუკა წოწერიამ აღნიშნა, პროექტის განხორციელების შემდეგ, ეს იქნება ერთ-ერთი მიმზიდველი ტურისტული ადგილი და ძალიან მნიშვნელოვანი სივრცე ადგილობრივებისთვის. 


,,ჩვენი პოლიტიკაა, თითოეულ ადმინისტრაციულ ერთეულში განვსაზღვროთ მნიშვნელოვანი მიმართულებები ჩვენს მოსახლეობასთან ერთად, რომლის მოგვარება არის პრიორიტეტული ჩვენთვის. აქედან გამომდინარე ცაიშსა და ცაცხვში სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს ვახორციელებთ, როგორიცააა შიდა გზებისა და აღმართების კაპიტალური საფარის მოწყობა, ხიდის მშენებლობა, ასევე, ცაიშში ეწყობა იუსტაცის სახლი, მიმდინარეობს ცაიში-ცაცხვის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია და ეს ტემპი რა თქმა უნდა ყოველწლიურად იქნება შენარჩუნებული , იმისათვის რომ ჩვენი მოსახლეობის მოთხოვნა მაქსიმალურად იყოს დაკმაყოფილებული“-აღნიშნა მერმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი