ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის სტიპენდია 71 სტუდენტს მიენიჭა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის სტიპენდია 71  სტუდენტს მიენიჭა. 

აღნიშნული გადაწყვეტილება, ზუგდიდის მერიის ბავშვებისა და ახალგაზრდების შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობის კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო. კომისიის სხდომა ზუგდიდის ამერიკულ კუთხეში გაიმართა.
მერის სტიპენდია ვრცელდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი/დევნილი) ახალგაზრდებზე (აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებზე), რომლებიც სწავლობენ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლების საბაკალავრო/სამაგისტრო/სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე.
მერის სტიპენდიაზე წარდგენილი კანდიდატი (სტუდენტი) უნდა გამოირჩეოდეს მაღალი აკადემიური მოსწრებით – საშუალო არითმეტიკული 95 ქულა და მეტი, ხოლო ეროვნული თავდაცვის აკადემიის სტუდენტებისთვის (იუნკერი) – 85 ქულა და მეტი. აკადემიური მოსწრება განისაზღვრება წინა სასწავლო წლის აკადემიური მაჩვენებლით (ბოლო ორი სემესტრის მონაცემები).


ბავშვებისა და ახალგაზრდების შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამით გათვალისწინებულია: 

  • ახალგაზრდების (სტუდენტების) ფინანსური ხელშეწყობა – მერის სტიპენდია; 
  • ქვეყნის ფარგლებს გარეთ სასწავლებლებში ჩარიცხული სტუდენტების ფინანსური მხარდაჭერა; 

არაფორმალური განათლებისა და პროფესიული შესაძლებლობების განვითარების ფინანსური ხელშეწყობა; 
საბუნებისმეტყველო, ტექნიკურ, ჰუმანიტარულ და ტექნოლოგიურ სფეროებში განსაკუთრებული შესაძლებლობების და მიღწევების მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის ფულადი ჯილდოს გაცემა. 

კომენტარები

დატოვე კომენტარი