ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზიანებულ ტერიტორიაზე აღდგენითი სამუშაოები გრძელდება

ძლიერმა ქარმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გარკვეული პრობლემები შექმნა. წაქცეულია ხეები, რამდენიმე ადგილას დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები. აღდგენით სამუშაოებზე „ენერგო – პრო ჯორჯია“-ს ტექნიკური ჯგუფები მუშაობენ.

ძლიერი ქარის შედეგად მოგლეჯილი ხეებიგან გზის სავალი ნაწილი  გაწმენდილია. 

არსებულ ვითარებას ადგილზე  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია, მოადგილეებთან ერთად ეცნობა.

გაწმენდით სამუშაოებში ჩართულია ა(ა)იპ „კეთილმოწყობის მართვის ცენტრი“ და ა(ა)იპ “ზუგდიდდასუფთავება“. 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ შესაბამისი სამსახურები.

კომენტარები

დატოვე კომენტარი