ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოს ახალი დირექტორი ჰყავს. საავადმყოფოს დირექტორის თანამდებობაზე როლანდ ახალაია ამავე საავადმყოფოს სამედიცინო მენეჯერმა ნიკა ჭეჟიამ შეცვალა.
ცნობისთვის, როლანდ ახალაიამ თანამდებობა რამდენიმე დღის წინ დატოვა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალაია თანამდებობიდან გაათავისუფლეს, თუმცა თავად ინფორმაცია არ დაადასტურა და განაცხადა, რომ დაკავებული პოსტი საკუთარი სურვილით დატოვა.
სამედიცინო მენეჯერის პოსტს, კი სულხან ორჟონია უხელმძღვანელებს.