ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს მეოთხე სართულიდან 3 წლის ბავშვი გადმოვარდა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. “Newsportal.ge”-ს ინფორმაციით, ბავშვს დედა სადილს უმზადებდა, რა დროსაც ის ფანჯარაზე ავიდა და გადმოვარდა.
მცირეწლოვანს ქვედა კიდურების მოტეხილობა და თავის ტვინში მცირეოდენი სისხლჩაქცევა აღენიშნება, რის გამოც მართვით სუნთქვაზეა და მისი თბილისში გადაყვანა იგეგმება.