ზუგდიდის საავადმყოფოში ოკუპირებული აფხაზეთიდან მამა და 2 მცირეწლოვანი შვილი შეიყვანეს

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ოკუპირებული აფხაზეთიდან მამა და ორი მცირეწლოვანი შვილი მოათავსეს. მედიკოსების თქმით, ბავშვებს ცხელება აღენიშნებათ.

პაციენტები ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ საბერის მკვიდრები არიან.

ზუგდიდის ინფექციურში მკურნალობას ამ დრომდე კიდევ ორი პაციენტი აგრძელებს, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდათ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი