ზუგდიდის საკრებულოს მოშიმშილე წევრებმა ლეიბები საკრებულოს დარბაზში გაშალეს

ზუგდიდში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით მოშიმშილეებმა საკრებულოს სხდომათა დარბაზი დაიკავეს.

მოშიმშილეები ამბობენ, რომ მმართველ გუნდს ბიუჯეტის მიღების საშუალებას არ მისცემენ.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ანი წითლიძე ამბობს, რომ საკრებულოში პოლიცია გაგზავნეს და მოშიმშილეების ადგილიდან გაყვანას ძალით აპირებენ.

“მოშიმშილეებმა გადმოინაცვლეს ზუგდიდის საკრებულოს სხდომათა დარბაზში. ჭიდაობა მოგვიწია ლეიბების შეტანაზე მაგრამ მაინც შემოვედით.
ვადაგასულ საკრებულოს არ მივცემთ უფლებას არა ზუგდიდელების არამედ საკუთარი კეთილდღეობის ბიუჯეტი მიიღონ”, – ამბობს ანი წითლიძე.

კომენტარები

დატოვე კომენტარი