ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსი გრიგოლ მიქავა დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, მიქავას სამეგრელო-ზემო სავნეთის ყოფილი გუბერნატორის, ამჟამად, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, თენგიზ გუნავას ცოლის ძმამ გია ჭაბუკიანმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. მიქავას ჭრილობა ორივე ფეხზე მუხლის არეში აქვს მიყენებული.
თვითმხილველთა განცხადებით, ინციდენტს წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება და ისმოდა ჩხუბის ხმაც.
დაჭრილი გრიგოლ მიქავა ზუგდიდის რეფელარულ საავადმყოფოშია გადაყვანილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.
მომხდართან დაკავშირებით “Newsportal.ge” შსს-ს დაუკავშირდა. უწყებაში განმარტავენ, რომ საქმე სსკ-ის 118-ე მუხლითაა აღძრული, რაც სხეულის განძრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. სავარაუდო დამნაშავე ჯერჯერობით დაკავებული არაა.