ზუგდიდის საკრებულოს დღევანდელი სხდომა სიტყვიერი დაპირისპირებით დასრულდა

ზუგდიდის საკრებულოს დღევანდელი სხდომა, რომელზეც საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაიამ თანამდებობა დატოვა, ხმაურით დასრულდა.

მას შემდეგ, რაც ქვარაიამ გადადგომის შესახებ განაცხადა და ეს განცხადება საკრებულოს ცნობის სახით მიიღო, ფრაქცია “ნაციონალებმა” სიტყვით გამოსვლა და ქვარაიას ორ წლიანი მოღვაწეობის შეფასება გადაწყვიტეს, თუმცა, ფრაქციის წარმომადგენლის ანი წითლიძის საუბრის დაწყებიდან მალევე მერაბ ქვარაიამ განაცხადა, რომ მათ სიტყვას არ აძლევდა და სხდომა დახურულად გამოაცხადა.

ამის შემდეგ კი წითლიძესა და საზოგადოება “ზუგდიდელის” წევრ მურმან ნაჭყებიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

“ჩვენ გვსურდა კითხვების დასმა იმ ტენდერებზე, რომლებიდანაც ქვარაია ე.წ. “ატკატებს” იღებდა, კორცხელის ინციდენტზე, სპორტსმენებზე, რომლებიც სახლში დაპატიჟა და საავადმყოფოშიც მიაკითხა, იყო უამრავი საკითხი, რაზეც გვსურდა საუბარი, რისი ამის უფლებაც არ მოგვცეს, თუმცა ქვარაიას მოუწევს მაჟორიტარობის კანდიდატის რანგში ამომრჩეველტან შეხვედრა და იქაც ხომ ვერ გაექცევა კითხვებს”, – განაცხადა წითლიძემ.

მერაბ ქვარაიამ კი ბრალდებებს მოკლედ უპასუხა და აღნიშნა, რომ მისი თავმჯდომარედ მუშაობის პერიოდში საკრებულო ყველაზე გამჭვირვალედ მუშაობდა, რაზეც არაერთი საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაცია საუბრობს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი