ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ “ენმ”-ის წარმომადგენელი აირჩიეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოადგილედ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” ხელმძღვანელი თეიმურაზ ბასილაია აირჩიეს.

ბასილაია აღნიშნულ პოზიციაზე “ენმ”-მ წარადგინა.

კენჭისყრაში მონაწილეობა 24-მა დეპუტატმა მიიღო. წინააღმდეგი არცერთი მათგანი არ ყოფილა.

თეიმურაზ ბასილაია “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს, ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსი იყო. უფრო ადრე კი, 1997-2007 წლებში მუშაობდა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი