ზუგდიდის საკრებულოში, ოპოზიციონერი დეპუტატები ძველი საკრებულოს მიერ 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას აპროტესტებენ.
სხდომა რამდენიმე წუთის წინ ხმაურით დაიწყო. დარბაზში იმყოფებოდა ენმ-ს წევრი ანი წითლიძე, რომელიც პოლიციამ ოთახიდან ძალის გამოყენებით გამოიყვანა.
“არ შეიძლება ახლა იღებდნენ ბიუჯეტს. მათ ეშინიათ ოპოზიციური საკრებულოების იმიტომ, რომ ორჯერ ბიუჯეტის ჩავარდნის შემთხვევაში ინიშნება ხელახალი მერის და საკრებულოს არჩევნები”, – ამბობს წითლიძე.