ზუგდიდის სასამართლომ გამგებელი და საკრებულოს თავმჯდომარე დაკითხა

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ზუგდიდის გამგეობიდან გათავისუფლებული თანამშრომლების საქმეზე მუნიციპალიტეტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე და კომისიის მოქმედი წევრები, ასევე კომისიის ახალი თავმჯდომარე დაკითხეს.

ზუგდიდის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავამ, რომელიც ამჟამად სწორედ საატესტაციო კომისიის თავმჯდომარეა, აღნიშნა, რომ სასამართლოს კომისიის მუშაობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

ნანავას მტკიცებით, მოსარჩელეები მაია ღურწკაია და ქეთო ტაბაღუა სუსტ კანდიდატებად გასაუბრების და წერილობითი დავალებების შედეგებიდან გამომდინარე შეაფასა.

სასამართლომ დღესვე გამგებელი ლაშა გოგია დაკითხა, რომელმაც პროცესის შემდეგ კომენტარი არ გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ გამგეობიდან გასული წლის ბოლოს 30-მდე თანამშრომელი დაითხოვეს. მათმა ნაწილმა სასამართლოს მიმართა. ისინი მათ ადგილებზე დანიშნული დროებითი მოვალეობის შემსრულებლების გათავისუფლებას და თანამდებობებზე აღდგენას ითხოვენ.

მაია ღურწკაიას და კიდევ შვიიდი გათავისუფლებულის ინტერესებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ იცავს.

მორიგი პროცესი საქმეზე 7 მარტისთვის ჩაინიშნა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი