ზუგდიდის, სოფელ კოკიში აბიტურიენტი, რომელსაც რამდენიმე გამოცდა ჩაბარებული ჰქონდა, ტრაგიკულად დაიღუპა. 18 წლის ალექსი ბუაძე დენმა დაარტყმის შედეგად გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდები სოფელში ფეხბურთს თამაშობდნენ და შუქი ჩაქრა. ის ავიდა განათების ბოძზე, რომელიც სტადიონს ანათებდა. ამ დროს, სავარაუდოდ, დენმა დაარტყა და ახალგაზრდა კაცი ადგილზე გარდაიცვალა.
თვითმხილველები ამბობენ, რომ 18 წლის ბიჭს კონტაქტის შემოწმება სურდა, რა დროსაც სავარაუდოდ, ხელი დენის სადენს მოჰკიდა, რომელიც დაცული არ იყო. შემთხვევის დროს ადგილზე მყოფი პირები ამბობენ, რომ ბიჭმა ხმამაღლა დაიყვირა და ძირს დაეცა. გარდაცვლილი აბიტურიენტია და მას პირველი გამოცდა უკვე ჩაბარებული ჰქონდა.
სოციალურ ქსელში ტრაგედიას ახლობლები სოციალური ქსელის ეხმაურებიან:
“ღმერთო რატო ხდება ასეთი საშინელებაა, ვიზიარებ;
“მართლა საშინელება მოხდა, ნათელი მის ლამაზ სულს;
“ვიზიარებ ძალიან საშინელებაა გამძლეობა ოჯახს”, – წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.