ზუგდიდის სტადიონის მშენებლობის პირველი ეტაპი შემოდგომაზე დასრულდება

ზუგდიდის უეფას მესამე კატეგორიის შესაბამისი სტანდარტების ცენტრალური სტადიონის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

ამჟამად დასრულებულია მთავარი სტადიონის ყველა ფლიგელის მშენებლობა, მიმდინარეობს შიდა კეთილმოწყობის და საფეხბურთო მოედნის სამუშაოები. სტადიონის პირველი ეტაპის სამუშაოებისთვის  9 947 000 ლარია გამოყოფილი. სულ კი სტადიონის მშენებლობისთვის 20 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.

უეფას მესამე კატეგორიის შესაბამისი სტანდარტების სტადიონის სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული სმაშენებლო კომპანია “დაგი“ ახორცილებს. სტადიონს ორი მოედანი ექნება – ძირითადი, 7 200-ზე მეტ მაყურებელზე იქნება გათვლილი, სათადარიგო კი – 1 224 მაყურებელს დაიტევს.

ძირითადი მოედანი ბუნებრივსაფარიანი იქნება, ხოლო სათადარიგო – ხელოვნური საფარით მოეწყობა. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.

სტადიონის პირველი ეტაპის სამუშაოები 2017 წლის შემოდგომაზე დასრულდება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი