ზუგდიდის თეატრი გასტროლებით ლიტვაში იმყოფება [Video]

ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული დღეს, 21 ნოემბერს ლიტვის ქალაქ ტელშაის დრამატული თეატრის სცენაზე სპექტაკლს “ტოიბელე და მისი დემონი” წარმოადგენს. ამავე სცენაზე ზუგდიდის თეატრმა, 20 ნოემბერს სპექტაკლი “დამსჯელი-14” წარადგინა.

თეატრის დასმა გასტროლებზე ლიტვის სამ ქალაქში კაუნასში, ტელშაისა და პანევეჟესში სპექტაკლები “დამსჯელი-14” და “ტოიბელე და მისი დემონი” წაიღო.

24 ნოემბერს 19:30 საათზე ზუგდიდის დასი კაუნასის კამერულ თეატრში სპექტაკლს “ტოიბელე და მისი დემონი” წარმოადგენს. 25 ნოემბერს 19:00 საათზე კი პანევეჟეს თეატრ “მენას” სცენაზე წარმოდგენილი იქნება სპექტაკლი “დამსჯელი-14”.

გასტროლები ლიტვური მხარის მიწვევით ტარდება. ზუგდიდის თეატრის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ოქტომბერში თეატრში სტუმრად იმყოფებოდა ლიტვის ქალაქ ტელშაის კულტურის სამსახურის უფროსი ეგლე მაციენე, რომელმაც პირადად გადასცა თეატრს მიწვევა საგასტროლო ტურნეს გასამართად.

კომენტარები

დატოვე კომენტარი