ზუგდიდის ტექნოპარკი პრეზიდენტის რეზიდენციაში განთავსდება

ზუგდიდის ტექნოპარკი, რომლის გახსნაც მთავრობამ ცოტა ხნის წინ დააანონსა, პრეზიდენტის ზუგდიდის რეზიდენციაში განთავსდება.

ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის რეაბილიტირებული სასახლის გახსნაზე ახალგაზრდებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, შენობა, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ბალანზე ირიცხება, ტექნოპარკს უახლოეს მომავალში გადაეცემა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი