ზუგდიდის თეატრი სეზონს პრემიერით გახსნის

ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო-დრამატული თეატრი ახალ თეატრალურ სეზონს  პრემიერით, 5 ოქტომბერს, 19 საათზე გახსნის.

წარმოდგენილი იქნება თომას მანის მოთხრობების მიხედვით დადგმული სპექტაკლი”მარიო და ჯადოქარი”. სპექტაკლის რეჟისორი და მუსიკალური გამფორმებელი გოგა თავაძეა, მხატვარი-ილია საჯაია, ქორეოგრაფი კი გიორგი ქობალია.

სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობების: მზევინარ ჩარგაზია, ირაკლი სამუშია, კუკური ხუბუტია, სალომე ბუღაძე, ლანა ფიფია, რეზო ჯოჯუა.

ბილეთის ფასი 5 ლარია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი