ზუგდიდისთვის თვითმმართველი ქალაქის შენარჩუნების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო

ზუგდიდში თვითმმართველი ქალაქის სტატუსის შენარჩუნების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.
დღეს, მერისთან საინიციატივო ჯგუფის და “ნაციონალური მოძრაობის” წევრები შეიკრიბნენ და აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებისთვის  მმართველი გუნდის გეგმები მიუღებელია.
“ხელისუფლება ადგილობრივი თვითმმართველობების განვითარებაზე ზრუნვის ნაცვლად, ცენტრალიზებაზე ზრუნავს, რადგან ეშინია მოახლოებული არჩევნების, საკუთარი კანდიდატის დამარცხების”, – ამბობს “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი ანა წითლიძე.
ანა წითლიძეს თქმით, ხელმოწერებს პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს გადაუგზავნიან.

კომენტარები

დატოვე კომენტარი