ზუგდიდსა და ფოთში უნიკალური ექსპონატები გამოიფინება

ნოე ჟორდანიას ხელჯოხი

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებით ზუგდიდსა და ფოთში გამოფენას მოაწყობს, სადაც წარმოდგენილი იქნება საქართველოს დამოუკიდებლობის დღის შესახებ ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული უნიკალური მასალები.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება: საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, 1918-1921 წლებში დაწესებული პირველი ქართული ჯილდო (მედალი) თამარ მეფის ორდენი, 1918 წელს ჩატარებული პირველი არჩევნების ამსახველი მასალები, 1921 წლის 26 თებერვალს გამოცემულისაქართველოს პირველიკონსტიტუცია, ნოე ჟორდანიას პირადი ნივთები, პრესაში 26 მაისთან დაკავშირებით გამოქვეყნებული მასალები,

აკაკი ჩხენკელის მიერ გენერალ გიორგი კვინიტაძისათვის გაგზავნილი დეპეშის დეშიფრანტი, სადაც ჩხენკელი კვინტრაძე სსთხოვს, რომ სთხოვოს ეროვნულ საბჭოს, დაუყოვნებლივ გამოაცხადონ საქართველოს დამოუკიდებლობა და სხვა საინტერესო ნივთები.

ექსპოზიციის დათვალიერება ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება, ზუგდიდში გამოფენა 14 მაისს დადიანების სასახლის ეზოში, ხოლიფოში 15 მაისს ნიკო ნიკოლაძის კოშკთან მოეწყობა.

ზუგდიდისა და ფოთის გარდა უნიკალური ექსპოზიციები საქართველოს 7 ქალაქში გამოიფინება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი