ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.
გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, ზუგდიდის დელეგატი საქართველოს პარლამენტში დავით კოდუა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია, ზუგდიდის მერის მოადგილე ბესიკ ჭეჟია, შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნენ.
მიმდინარეობს რიყე-ზედაეწერის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი. პროექტის ღირებულება 1 806 133 ლარია.
გზის მოწყობა მიმდინარეობს ზედაეწერში, სათორდიოს უბანში. პროექტის ღირებულება 448 997 ლარია.
გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.
რაც შეხება ქალაქის ქუჩების რეაბილიტაციას, სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. მიმდინარე წელს ქალაქის 67 ქუჩის რეაბილიტაცია განხორციელდა.
ცნობისთვის, მიმდინარე წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში განხორციელდა 212 ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის ღირებულებამ 121 415 308 ლარი შეადგინა. რეაბილიტაცია ჩაუტარდება 50 კმ-მდე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზას. რისთვისაც დაიხარჯა 24 მილიონამდე ლარი.
საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, 2025 წელს კვლავ რჩება მერიის ერთ-ერთ პრიორიტეტად.