ზუგდიდში აქცია გაიმართა

ზუგდიდის სკეიტ პარკში აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის, ირაკლი ბებუას მხარდამჭერი აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ხელისუფლებამ უნდა გადადგას ქმედითი ნაბიჯები, რათა დროულად მოხდეს უკანონოდ დაკავებული ბებუას დაბრუნება კონტროლირებად ტერიტორიაზე.

აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება ვალდებულია იზრუნოს საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეზე.

ცნობისთვის, ირაკლი ბებუა დე ფაქტო სასამართლომ „სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფის”, „სხვისი ქონების განზრახ დაზიანების” და „საბრძოლო მასალის უკანონოდ შენახვის” მუხლებით გაასამართლა. მას 2020 წლის 7 დეკემბერს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი