ზუგდიდში ავარიის შედეგად დაშავებული ქალის მდგომარეობა, რომელსაც პოლიციის მაღალჩინოსანი დაეჯახა, სტაბილურია

ზუგდიდში ავტოავარიის შედეგად დაშავებული ქალის მდგომარეობა სტაბილურია. ამის შესახებ ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის კლინიკური მენეჯერი საუბრობს.

მისი ინფორმაციით, ქალი, რომელსაც ქალა ტვინის ტრავმა, თავის ტვინის დაჟეჟილობა, სისხლჩაქცევები და მოტეხილობები აღენიშნებოდა, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული. 

არსებული ინფორმაციით, ქვეითად მოძრავ ქალს წალენჯიხის პოლიციის მაღალჩინოსანი დაეჯახა. მომხდარზე გამოძიებას საქართველოს პროკურატურა 276-ე მუხლით აწარმოებს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. 

კომენტარები

დატოვე კომენტარი