ზუგდიდში, ინგირის აეროპორტის ტერიტორიაზე ავტომოყვარულთა შეჯიბრი გაიმართა. სადაც გამარჯვებულები 6 სხვადასხა კატეგორიაში გამოვლინდნენ და სოლიდური პრიზები გადაეცათ. ღონისძიების პირველი დღ გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.
მონაწილეები ერთმანეთს ავტო დრაგში შეეჯიბრებნენ, ასევე გაიმართება „დრიფტ შოუ“, სადაც მონაწილეობა საქართველოში ცნობილმა მრბოლელებმა მიიღეს.
რეგიონში ორდღიანი ავტო-მოტო შეჯიბრი „Western Drivers Club სამეგრელოს“ ორგანიზებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის პატრონაჟითა და რეგიონის მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით ტარდება.
მასშტაბური ავტო-მოტო შეჯიბრი სამეგრელოში მესამე წელია იმართება.
ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, მოადგილესთან, მაჟორიტარ დეპუტატებთან და რეგიონის გამგებლებთან ერთად დაესწრო. ღონისძიებაზე მაღალი კლასისი დრიფტ შოუ მოაწყო ევროპის ჩეპიონმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სპორტული კლუბის, MIA FORCE-ის ავტომრბოლელმა დათა ქაჯაიამ.
ინგირის აეროპრტის ტერიტორიაზე შეკრებისლებისთვის, დღესვე ცნობილი გახდა, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშში საერთაშორისო სტანდარტების ავტოდრომი აშნდება, სადაც მაღალი დონის სპორტული ღონისძიებების გამრთვა შესაძლებელი იქნება. ავტოდრომზე დრაგის, T1-ის, T2-ის და T3-ის საერთაშორისო ტრასები აშენდება, მოეწყობა ტრიბუნა პარკინგი და სხვა დამხმარე ინფრასტრუქტურა.
ხვალ, 6 აგვისტოს, ინგირის აეროპორტის ტერიტორიაზე მოტო დრაგი გამართება, ღონისძიება 12 საათზე დაიწყება.
ღონისძიების სპონსორები არიან: ანაკლიის განვითარების კონსორციუმი, ვისოლი, ენგურჰესი, სამშენებლო კომპანია AWORD და სამშენებლო კომპანია ევრო ბილდი.
ღონისძიების საინფორმაციო პარტნიორები არიან: სპორტული რადიო „ჯაკო“, რადიო ათინათი, Newsportal.ge, SMOTV, SmoNews და Zugdidelebi.ge