ზუგდიდში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს.
არსებული ინფორმაციით, მას ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში მიაყენეს ჭრილობა.
პაციენტი საავადმყოფოშია მოთავსებული. მედიკოსების განცხადებით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 117-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რომელიც ორი ან მეტი პირის მიმართაა ჩადენილი.
მამაკაცის დაჭრაში ბრალდებული დაკავებულია.