ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. დაშავებულს ჭრილობები კეფის, გულ-მკერდის და მუცლის არეში, ბასრი საგნით აქვს მიყენებული. შემთხვევას ურთიერთშელაპარაკება უძღოდა წინ.

დაჭრილი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა მძიმეა.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. დაწყებულია გამოძიება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი