ზუგდიდში ახალი საბავშვო ბაღი აშენდება

ზუგდიდში, ლაღიძის ქუჩაზე, დევნილთა ჩასახლებაში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ახალი საბავშვო ბაღი აშენდება.

საბავშვო ბაღისთვის განკუთვნილი ტერიტორია, დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ, ლტოლვილთა დანიის საბჭოს სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორმა ვინსენტ დონტოტმა და დანიის ლტოლვილთა საბჭოს დასავლეთ საქართველოს სამხარეო მენეჯერმა მზევინარ ჯოჯუამ დაათვალიერეს.

გერმანიის მთავრობის დაფინანსებით, აგრეთვე, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება კ.გამსახურდიას ქუჩაზე არსებულ N1 საბავშო ბაღს. როგორც მუნიციპალიტეტის მერმა აღნიშნა, ახალი საბავშო ბაღი 100 აღსაზრდელზე იქნება გათვლილი და მისი მშენებლობა 10 თვეში დასრულდება. პროექტის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით საერთო ჯამში 8 საბავშვო ბაღის მშენებლობა და 2 მათგანის რეაბილიტაცია არის დაგეგმილი.

დევნილთა სოციალური და ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაგეგმვისას მაქსიმალურად არის გათვალისწინებული დასახლებებში არსებული საჭიროებები.

გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW) მიერ დაფინანსებული პროექტი „ეკონომიკური მონაწილეობა საცხოვრებლით უზრუნველყოფა და სოციალური ინფრასტრუქტურა იძულებით გადაადგილებულ პირთა და მასპინძელი თემებისათვის“, რომელიც დევნილთა სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობასთან ერთად, მათ გრძელვადიან განსახლებას, ეკონომიკურ და საგანმანათლებლო გაძლიერებას ითვალისწინებს ლტოლვილთა დანიის საბჭოს მიერ ხორციელდება საქართველო-გერმანიის ფინანსური თამაშრომლობის ფარგლებში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი