ზუგდიდში ბაზრის ყოფილ შენობაში ხანძარი იყო

ზუგდიდში ხანძარი იყო. ცეცხლი ე.წ. ფაიფურის დასახლებაში ყოფილი ბაზრის ორსართულიან შენობას გაუჩნდა, რომელშიც რამდენიმე დევნილი ოჯახი ცხოვრობს.

ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. შენობაში მცხოვრებთა ევაკუაცია განხორციელდა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი