ზუგდიდში ბენზინგასამართ სადგურზე ყაჩაღობა მოხდა

ზუგდიდში, ხუბულავას ქუჩაზე ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს.

არსებული ინფორმაციით, წაღებულია გარკვეული ოდენობის თანხა.

ამასთან, თავდამსხმელებმა ბენზინგასამართი სადგურიდან წაიყვანეს ერთ-ერთი ავტომობილი, რომელიც შსს-მ მოგვიანებით ზუგდიდის სოფელ უჩაშონაში იპოვა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი