ზუგდიდში ჭის წმენდის დროს შუა ხნის მამაკაცი დაიღუპა

ზუგდიდის სოფელ ჭაქვინჯში ჭის წმენდისას 55 წლის მამაკაცი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, ჭის გაწმენდის დროს, მუშას მიწით სავსე ვედრო დაეცა.

ცხედარი ექსპერტიზაზე ქუთაისშია გადასვენებული.

შს სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება, 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი