ზუგდიდში დასაქმების ფორუმი ჩატარდა

ზუგდიდში დასაქმების ფორუმი ჩატარდა, რომელშიც 40-მდე ადგილობრივი კომპანია მოქმედი ვაკანსიებით მონაწილეობდა. დასაქმების ფორუმში მონაწილეობის 300-ზე მეტი მსურველი დასაქმების დეპარტამენტის სპეციალურ საიტზე worknet.gov.ge -ზე დარეგისტრირდა.

ორგანიზატორების განცხადებით, პროექტის მთავარ მიზანს წარმოადგენს მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფების დახმარება დასაქმების პროცესში და მათი დასაქმებისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევებით აღჭურვა.

დასაქმების ფორუმი პროექტ „LIFE Georgia”-ს ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ასოციაცია „ათინათის“ ორგანიზებითა და ევროკავშირის ფინანსური უზრუნველყოფით ჩატარდა.

ღონისძიებას  სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე   კობა სონღულაშვილი, დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის  უფროსი მარიამ ბეზარაშვილი,  სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის აპარატის უფროსი ლაშა გვასალია და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

მსგავსი ფორუმი უკვე ჩატარდა გორში, მომდევნო ფორუმის ჩატარება კი ქუთაისშია დაგეგმილი.

კომენტარები

დატოვე კომენტარი