ზუგდიდში დღეს დილით ძმამ და დაჭრა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება ოჯახური ძალადობის შედეგად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე აღიძრა. ინციდენტში მონაწილე მამაკაცი დაკავებულია.
ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს ინფორმაციით, პაციენტს ორი ჭრილობა აქვს მიყენებული ცივი იარაღით, მათ შორის ერთი გულ-მკერდის არეში, თუმცა მისი მდგომარეობა სტაბილურია და ქალის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.