ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ეზოების კეთილმოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.
სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, მოადგილესთან მალხაზ თორიასთან და ზუგდიდის მერის ახალ მოადგილეებთან გიგა ფარულავასთან და კონსტანტინე კაკავასთან ერთად, მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა მრავალბინიანი ეზოების კეთილმოწყობის, თამარ მეფის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია და ილია ჭავჭავაძის ქუჩაზე ვეტერანთა ხეივნის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს. მიმდინარეობს თამარ მეფის ქუჩაზე №27, №28, №29, №30, №32 და №33-ში მდებარე მრავალბინიანი კორპუსების ეზოების კეთილმოწყობა.
კეთილმოეწყობა ქალაქ ზუგდიდში თაბუკაშვილის ქ, N3-ში, გამსახურდიას ქ. N213-ში, გამსახურდიას ქ. N215-ში, სოხუმის ქ. N73-ში, თამარ მეფის ქ. N35-ში, შალვა ქირიას ქ. N3-ში მდებარე მრავალბინიანი კორპუსების ეზოები.
პროექტი ითვალისწინებს ბეტონის ბორდიურების, გაზონებისა და ელ. განათების მოწყობას დეკორატიული ჭაღის ტიპის სანათებისგან, საშუალომარცვლოვანი ბეტონის საფარისა და კორპუსების ირგვლივ ბეტონის სარინელის მოწყობას, აგრეთვე დაგეგმილია წყალსაწრეტი სისტემის მოწყობა და საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია.
სამუშაოების ღირებულება 1 302 928 ლარია. ილია ჭავჭავაძის ქუჩაზე ვეტერანთა ხეივანში მოეწყობა საფეხმავლო ბილიკი, გარე განათება, გამწვანება, ბორდიურები და ველო ბილიკი.
პროექტს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი ახორციელებს და მისი ღირებულება 250, 049.97 ლარია.