ზუგდიდში გამოკვლეული 619 ნიმუშიდან 280-ზე დადებითი პასუხია

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული 619 ნიმუშებიდან 280-ზე დადებითი პასუხია.

სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, 166 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში, 14 შემთხვევა – ჩხოროწყუში, 8 შემთხვევა – სენაკში, 7 – წალენჯიხაში, 10 შემთხვევა – ფოთში, დანარჩენი კი ოკუპირებულ აფხაზეთს უკავშირდება.

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს  152 კოვიდპაციენტი გადის, აქედან 50-ის მდგომარეობა საშუალოდ მძიმეა და 5-ის მდგომარეობა მძიმე. ფოთის ჰოსპიტალში 41 კოვიდპაციენტი მკურნალობს, მათ შორის 1 მძიმე. 

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 61 რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება – 123 ადამიანი.

კომენტარები

დატოვე კომენტარი