ამ წუთებში, ზუგდიდში, მერიის შენობის წინ, გარემოვაჭრეები არიან შეკრებილნი და შენობაში შეჭრას ცდილობენ. მერიის შესასვლელთან მობილიზებულები არიან სამართალდამცველები და მათ ამის საშუალებას არ აძლევენ.
გარემოვაჭრეები ზედამხედველობის სამსახურის მიერ წუხელ მათი დახლების აღებას აპროტესტებენ. როგორც ისინი აცხადებენ, ადგილობრივი ხელისუფლება ალტერნატივად ბაზრის ტერიტორიაზე შესვლას სთავაზობს, თუმცა, მათივე განმარტებით, იქ ყველასთვის საკმარისი ადგილი არაა და არსებული გადასახადი აღემატება მათი საქონლის საერთო ღირებულებას.
გაემოვაჭრეები მერიის წინ საპროტესტო აქციას დილიდან მართავენ.
წუხელ გვიან ღამით, ზუგდიდის მუნიცპალიტეტის ზედამხედველობის და დასუფთავების სამსახურებმა ცენტრალური ბაზრის მიმდებარედ, კეიდიას და სანაპიროს ქუჩებზე გარემოვაჭრეების დახლები აიღეს.
მერიის შესაბამისმა სამსახურებმა გარემოვაჭრეების გაფრთხილება რამდენჯერმე წერილობით მოახდინეს. გარემოვაჭრეებს ერთი კვირის წინ მუნიციპალიტეტის მერი შეხვდა და ალტერნატიული ფართები ბაზრის შიდა ტერიტორიაზე შესთავაზა.