ზუგდიდში „ღირსების მარშის“ კონტრაქცია მიმდინარეობს

ზუგდიდის ბულვარში, ზვიად გამსახურდიას ძეგლთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ამის შესახებ livepress-ი წერს. შეკრებილებს შორის არიან საზოგადოება „ზუგდიდელის“ წევრები.

აქციის მონაწილეები აპროტესტებენ თბილისში ლგბტ აქტივისტების მიერ ჩატარებულ „ღირსების მარშს“ და ასევე ტელეკომპაინა „რუსთავი 2-ის“ ეთერში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მონოლოგს, სადაც მან რუსულ ენაზე, პირდაპირ ეთერში უხამსი სიტყვებით მიმართა რუსეთის პრეზიდენტს.

„ჩვენ ვართ ლგბტ თემის წინააღმდეგი, გუშინ სასწაული ვიხილეთ საქართველოში. პარლამენტის წინ ფრიალებდა ლგბტ თემის დროშა. ეს არის ქართველი ერის შეურცხყოფა, ეს არის ჩვენი ოჯახების შეურაცხყოფა“, – განაცხადა აქცის მონაწილემ, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენელმა რამინ საჯაიამ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი