ზუგდიდში „ლიბერთი ბანკის” ინკასაციის დაყაჩაღებაში ბრალდებულ შსს-ს თანამშრომელს ომარ ხუხუასა და მასთან ერთად დაკავებულ გელა ჯიქიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
ბრალდებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.
დაკავებულებს ბრალი 179-ე, 236-ე, 143-ე და 237-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულში ედებათ, რაც ყაჩაღობას, იარაღის უკანონო ტარებას, თავისუფლების უკანონო აღკვეთას და იარაღის გატაცებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.