ზუგდიდში, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, სახლში მყოფი ხანდაზმული ქალი, სავარაუდოდ, კვამლისგან გაიგუდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მძიმე მდგომარეობაშია ოჯახის კიდევ ერთი წევრი, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.