ზუგდიდში ხანძრის შედეგად 80 წლის კაცი დაიღუპა

ზუგდიდში ხანძარს 80 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა. ცეცხლი ბორჯომის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაჩნდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი სახლში მარტო იმყოფებოდა. მას, სავარაუდოდ, ეძინა და მისი გამოყვანა ვერ მოხერხდა.

ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი