საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრის ინფორმაციით, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 511 ნიმუშის კვლევა ჩატარდა.
კვლევის შედეგად, 509 ნიმუში უარყოფითია, ორი კი დადებითი, საიდანაც ერთი ლენჯერის კლასტერს უკავშირდება, მეორე კი, პაციენტის შუალედური კვლევის შედეგს წარმოადგენს.
გამოკვლეულ პირებს შორისააა, 14 პაციენტი, სამედიცინო სფეროს 38 წარმომადგენელი, შინაგან საქმეთა სამინისტროს 268 თანამშრომელი, ეპიდაფეთქების კერაში მყოფი 46 პირი.
ასევე, კორონავირუსზე გამოიკვლიეს კარანტინიდან რვა და თვითიზოლაციიდან ათი პირი.