ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავა, მოხალისეების მუშაობას მონიტორინგს უწევს.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, მოხალისეთა ჯგუფები აქტიურად მუშაობს. ისინი აქტიურ რეჟიმში აკონტროლებენ ბანკებსა და ღია სივრცეებს.
მოხალისეები უზრუნველყოფენ:
უფასო სასადილოს ბენეფიციარებისთის საკვები პროდუქტის შინმიტანას;
საბავშო ბაღებში პროდუქტის დარიგების პროცესში ჩართვას;
ბანკებისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში რიგების გაკონტროლებას;
საჭიროების შემთხვევაში, სხვა დამატებითი სამუშაოების განხორციელებას.
მოხალისეებმა შესაბამისი რეკომენდაციები ტრენინგზე მიიღეს, რომელიც საქართველოს წითელი ჯვრის ზუგდიდის ფილიალის წარმომადგენლებმა ჩაატარეს.