ზუგდიდში კორონავირუსი 4 პირს დაუდასტურდა, მათ შორის 3 არასრულწლოვანია

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 4 პირს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის, მალხაზ ბასილაიას თქმით, ინფიცირებულთა შორის 3 არასრულწლოვანი ტრაილერის მძღოლის კლასტერიდანაა, ხოლო ერთი ახალგაზრდა ქალბატონია, რომელსაც საზღვრის კვეთა ჰქონდა და ამ დრომდე საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა.

ცნობისთვის, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 143 პირის კვლევა ჩატარდა. 139 ტესტის პასუხი უარყოფითია. უარყოფით პასუხებს შორის 19 არის ცხელების ცენტრების პაციენტების, მათ შორის ერთი კოვიდინფიცირებული მამაკაცის კონტაქტი. ასევე, აღნიშნულ პასუხებშია რეგიონის სამედიცინო პერსონალის, 55 პირის პასუხი, საბაჟოს თანამშრომლების, 59 პირის პასუხი და თვითიზოლაციაში მყოფი ექვსი ადამიანის პასუხი.

კომენტარები

დატოვე კომენტარი