ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის ლაშა გოგიას სტიპენდია, კიდევ ერთ წარჩინებულ სტუდენტს დაენიშნა.
გამგებლის სტიპენდიანტი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტი, ჭითაწყარის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები გიორგი ქანთარია გახდა.
გიორგი აქტიურადაა ჩართული სხვადსხვა სტუდენტურ პროექტებსა და სამეცნიერო კონფერენციებში, არის 2 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.
გიორგი ქანთარიას გამგებლის სტიპენდია 300 ლარის ოდენობით დაენიშნა.
მუნიციპალიტეტის გამგებლის სტიპენდია 2017 წელს დაწესდა და მისი მიზანი ახალგაზრდების წახალისებაა. სტიპენდიანტი უკვე გახდა 4 წარჩინებული სტუდენტი.