ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ ახალგაზრდული კვირეულის ფარგლებში, დღეს პირველად, სკეიტ პარკში, ღია ცის ქვეშ ქართული მხატვრული ფილმის „გაღმა ნაპირი“-ს ჩვენება გამართა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი შენგელიამ დამსწრეებს სიტყვით მიმართა.
„ზუგდიდში, დღეს პირველად ვაწყობთ ღია ცის ქვეშ ფილმის ჩვენებას. მიხარია ღონიძიებას ყველა თაობის წარმომადგენელი რომ ესწრება. აქვე მინდა გითხრათ, რომ მობილური კინოთეატრი ჩავა ყველა სოფელში და ის ეტაპობრივად მთელს მუნიციპალიტეტს მოიცავს. თქვენთვის ცნობილია, რომ ახალგაზრდული კვირეულის ფარგლებში, ზუგდიდში სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები იმართება, სწორედ დღეიდან ამ ღონისძიებებს მობილური კინოთეატრი ღია ცის ქვეშ შეემატება. მოხარული ვარ, რომ ეს ტენდენცია შემოვიღეთ და თქვენი ჩართულობით ის მომავალში ტრადიციად იქცევა“.- აღნიშნა მერმა გიორგი შენგელიამ.
თავის მხრივ ახალგაზრდებმა მერიის წამოწყება პოზიტიურად შეაფასეს.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, ყოველ პარასკევს მართავს მუსიკალურ საღამოებს სახელწოდებით „ზუგდიდი-შენი განწყობის ქალაქი“. ასევე ყოველი კვირის, შაბათ დღეს, გაიმართება ინტელექტუალური თამაშები.